28 ოქტომბერს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

SDG 4 – ხარისხიანი განათლება – საქართველოს ბანკი
SDG 5 – გენდერული თანასწორობა – აჭარა ჯგუფი 
SDG 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა – საქართველოს ბანკი
SDG 11 – მდგრადი ქალაქები და დასახლებები – ეიპიემ ტერმინალს ფოთი
SDG 12 – მდგრადი მოხმარება და წარმოება – ლიდერი
SDG 17 – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – ეფეს საქართველო  და არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენი სახლი საქართველო 

ასევე, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სპეციალური ჯილდო გადაეცა თიბისი ბანკს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მეორედ გაიმართა მედიის წარმომადგენლების დაჯილდოება – მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში.

კონკურსის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდენენ ორ ნომინაციაში:

კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე შექმნილი საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი – ტვ ბორჯომის ჟურნალისტი ნინო ვართაპეტიანი

და საუკეთესო სტატია (ციფრული), რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ ჟურნალისტი დედიკა კალატოზი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯილდოში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყებისა და მედიის წარმომადგენლები.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გაიმართა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და ევროკავშირთან თანამშრომლობით.


წყარო: www.fortuna.ge

Please follow and like us: