"ჯეო ჰოსპიტალსი" უკრაინის მოქალაქეებს უფასო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას გაუწევს“ჯეო ჰოსპიტალს“-ი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და მათ მხარდასაჭერად იმ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც საომარი მდგომარეობის გამო მოუწიათ საქართველოში დარჩენა, ჯეო ჰოსპიტალსის ქსელის მასშტაბით უფასო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და ექიმების კონსულტაციას სთავაზობს.

“სამედიცინო პერსონალმა, ისე როგორც არავინ, ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი. გვსურს, გამოვხატოთ თანადგომა უკრაინელი ხალხისადმი და ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ მათ მხარდასაჭერად.

იმ უკრაინელი მეგობრებისათვის, რომლებსაც საომარი მდგომარეობის გამო მოუწიათ საქართველოში დარჩენა, ჯეო ჰოსპიტალსის ქსელის მასშტაბით ხელმისაწვდომია უფასო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ექიმების კონსულტაცია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, უკრაინის მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში ამოქმედდა (დაგვიკავშირდით ნომერზე 0322505222)”-ნათქვამია “ჯეო ჰოსპიტალსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავდროულად, “ჯეო ჰოსპიტალსმა” უკრაინაში გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებისა და საჭირო მედიკამენტების სახით.


წყარო: www.bm.ge

13/04/2022

Please follow and like us: