2019 წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდების მოსაპოვებლად კონკურსში 40 კომპანია 73 CSR პროექტით მონაწილეობს.
წარდგენილ პროექტებს წამყვანი ქართველი და უცხოელი (ბრიტანელი, სლოვაკი, ბელგიელი, ისრაელელი, გერმანელი, ამერიკელი და დანიელი) ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს და გამოავლენს საუკეთესო CSR-ინიციატივებს სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის მიხედვით.