მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 – განაცხადების მიღებას იწყებს!
Meliora – საქართველოში ყველაზე გამორჩეული ჯილდო, ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოვებს. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და პოპულარიზაციას. ასევე, კომპანიების წახალისებას დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.