სამოქალაქო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის პარტნიორობის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს, რასაც ხელი შეუწყო კერძო სექტორის განსაკუთრებული როლის აღიარებამ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში.

სექტორთა პარტნიორობა გულისხმობს საჯარო, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციების თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც მხარეები იღებენ  ვალდებულებას და თანხმდებიან ითანამშრომლონ საერთო სოციალური მიზნების მისაღწევად.

მსგავსმა ტიპის თანამშრომლობამ შესაძლოა განსხვავებული ინტერესებისა და მიზნების მქონე ორგანიზაციები გააერთიანოს  საინტერესო პროექტების განსახორციელებლად, სადაც მობილიზებული იქნება სხვადასხვა სექტორის უნიკალური შასაძლებლობები და რესურსები. ეს ყველაფერი კი გარანტია, რომ ნებისმიერი მიზანი მიღწეულ იქნას უფრო სწრაფად და წარმატებით, ვიდრე ამას ცალ-ცალკე ნებისმიერი მხარე შეძლებს.

სწორედ ამ თემას ეხება ფორუმი, რომელიც 4 ივნისს, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით გაიმართება  თემაზესექტორთა პარტნიორობა საზოგადოებრივი ღირებულების შესაქმნელად“.  ფორუმი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.

დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი მიზნად ისახავს, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის საკითხზე გამოცდილებისა და იდეების გაზიარებას, ასევე  დიალოგის გამართვას სექტორთა პარტნიორობის დადებით მხარეებსა და შესაძლებლობებზე,  მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე პოსტკოვიდური სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. მოწვეული ექსპერტები ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოს ბიზნეს კომპანიებიდან და სამოქალაქო ორგანიზაციებიდან ფორუმის მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას სექტორთა პარტნიორობის მიმართულებით.

ფორუმზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • რა არის სექტორთა პარტნიორობა და როგორია სხვადასხვა პარტნიორთა როლი?
  • როგორ ქმნის სექტორთა პარტნიორობა ღირებულებას როგორც მონაწილე მხარეებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის?
  • სექტორთა პარტნიორობის ძირითადი ტენდენციები და სტიმულები თანამედროვე სამყაროში;
  • პარტნიორული პროექტების მაგალითები საქართველოსა და ევროპაში;
  • როგორ და რატომ გაიზრდება სექტორთა პარტნიორობის მნიშვნელობა პოსტკოვიდურ სამყაროში

ფორუმის მომხსენებლები:

  • ლოიქ ვან ქუთსემი, Impact Transfer, Ashoka-ს დირექტორი, ავსტრია;
  • მარტინა კოლესაროვა, Nadacia Pontis აღმასრულებელი დირექტორი, სლოვაკეთი;
  • ქეთი ჟვანია, ‘ეფეს საქართველოს’ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, საქართველო;
  • ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისი ბანკის პასუხისმგებლიანი ბიზნესის და ბრენდის ანალიტიკის მენეჯერი, საქართველო;
  • ლია ტაბატაძე, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დირექტორი, საქართველო;
  • ირინე ინასარიძე, ასოციაცია „ანიკას“ დირექტორი, საქართველო.

ფორუმზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე – https://bit.ly/csrdg_forum_registration


ელენე ჩხეიძე

Please follow and like us: