Mastercard და Carrefour ერთიანდებიან და ახალ სოციალურ კამპანიას იწყებენ, რომელიც, ერთი მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ – მარტოხელა ხანდაზმულთა დახმარებას ემსახურება.

„დღეს, ნაღდი ფულით ანგარიშსწორება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, სწორედ ამ მიზეზით, გვინდა, უკონტაქტო გადახდის მეთოდების გამოყენებით, ჩვენმა მომხმარებლებმა სხვებზე ზრუნვასთან ერთად, საკუთარ უსაფრთხოებაზეც იზრუნონ.

Mastercard-ით Carrefour-ში გადახდის შემთხვევაში, თითოეულ მათგანს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს და წვლილი შეიტანოს ისეთ მნიშვნელოვან და საგულისხმო პროექტში, როგორიცაა „დავეხმაროთ ხანდაზმულებს“. კამპანია Covid19 პანდემიის ფარგლებში, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა“ და თბილისის მერიის მიერაა ინიცირებული და მიზნად ისახავს მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის საკვები პროდუქტებისა თუ პირველადი საჭიროების ნივთების შეგროვებასა და მიწოდებას“.

კარფურის ნებისმიერ ფილიალში, 18 მაისიდან მომდევნო ხუთი კვირის მანძილზე,  Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში (იქნება ეს უკონტაქტო ბარათით გადახდა; მობილური ტელეფონის თუ სხვა მოწყობილობის გამოყენება) თანხის ნაწილი მარტოხელა მოხუცების დახმარებისკენ მიიმართება.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია 500 მარტოხელა მოხუცის დახმარება. მათ სპეციალურად მათთვის შექმნილი, სურსათითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით დაკომპლექტებული კალათები დაურიგდებათ.

„აღნიშნული მიზნებისთვის, Covid19 პრევენციის მიზნით, Mastercard -მა მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უკონტაქტო გადახდების ლიმიტი გაზარდა და დღეისთვის ქვეყანაში უკონტაქტო ანგარიშსწორების შესაძლებლობა 45-ის ნაცვლად 100 ლარამდეა გაზრდილი. გადაიხადე უკონტაქტოდ, იზრუნე საკუთარ თავზე მაშინ, როცა ზრუნავ სხვაზე!“


წყარო: www.marketer.ge

Please follow and like us: