CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

კატეგორია: CSR ამბები (Page 2 of 6)

“ევროკრედიტი“, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობას აგრძელებს – კომპანიამ წარმატებულ პირველ სტუდენტს სწავლა დაუფინანსა

"ევროკრედიტი“, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობას აგრძელებს - კომპანიამ წარმატებულ პირველ სტუდენტს სწავლა დაუფინანსა ®

კომპანია „ევროკრედიტის“ საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით, ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების პროცესში, ახალგაზრდების ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნით გაფორმდა მემორანდუმი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ევროპის უნივერსიტეტთან.

მემორანდუმს ხელი “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და „ევროკრედიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ნონიკაშვილმა მოაწერეს.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია გაიმართა

28 ოქტომბერს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

ქართული საწარმო ტენე 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

ტენეს ქარხანა, რომელიც ეკომეგობრულ USB კაბელებს აწარმოებს, 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა. ამის შესახებ კომპანიამ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

“გვჯერა, რომ თუ ადამიანს მეტი დრო ექნება პირადი ცხოვრებისთვის, ის უფრო პროდუქტიული იქნება სამსახურში!” — ვკითხულობთ განცხადებაში.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

“საქართველოს ბანკისა” და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი

"საქართველოს ბანკისა" და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

“საქართველოს ბანკი” პარტნიორებთან ერთად ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ინდივიდუალურ კონსულტაციებს იღებენ. ბიზნესის სამომავლო განვითარების მიზნით პროგრამა კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.

პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების; ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების; შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Fair Trees საქართველოს ინიციატივა – მკერდის სიმსივნის უფასო დიაგნოსტიკა

No photo description available.Fair Trees Georgia საახალწლო ნაძვის ხეების მწარმოებელი კომპანიაა რაჭაში, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩევა. კომპანიის გუნდი ყოველი წლის სექტემბერში ტრადიციულად ახორციელებს მკერდის სიმსივნის უფასო, დროულ დიაგნოსტიკას, პრევენციასა და მკურნალობას ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისათვის. Covid 19-მა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა კომპანია – პანდემიის პერიოდში დაგეგმილი კვლევები ამბროლაურის კლინიკაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუციიდან გამომდინარე კლინიკის მენეჯერმა უარი განაცხადა სივრცის დათმობაზე.

მიუხედავად გამოწვევებისა კომპანია ფეა თრიიზმა მიიჩნია, რომ დაუშვებელია სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შეჩერება და თავის თავზე აიღო პროექტის განხორციელება. პროექტი დაიწყო 2020 სექტემბერში და დღესაც მიმდინარეობს.

გაითვალისწინა რა ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაცია, კომპანიის მიერ მოხდა კერძო მობილური კლინიკის დაქირავება, რისი მეშვეობითაც სკრინინგის მსურველი ქალბატონების კვლევები სხვადასხვა ლოკაციებზე უტარდებოდათ. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების გადაყვანა ხდება კვალიფიციურ კლინიკაში შემდგომი კვლევბისათვის, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, რათა მოხდეს კვლევების და მკურნალობის ბოლომდე მიყვანა.

პროექტის მართვაში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყო წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელიც უზრუნველყოფთა პანდემიის მართვისთვის საჭირო რეგულაციების დაცვას და პაციენტთა და მედპერსონალის უსაფრთხოებას.


10/08/2021

ელენე ჩხეიძე

Please follow and like us:

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

May be an image of text

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) გამოსცა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, რომლის ავტორია ლელა ხოფერია.

წიგნი განკუთვნილია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით დაინტერესებული პროფესიონალების, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების ფართო აუდიტორიისათვის.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Meliora 2020-ის გამარჯვებულები მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერის კატეგორიაში

„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020’-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ სირცეში გაიმართა. წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, რომელიც განსაკუთრებული ფორმატით ჩატარდა კომპანიები იმ პროექტებისა თუ იცინიატივებისთვის დაჯილდოვდნენ, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს.

წელს ჯილდო გაიცა შემდეგ ოთხ კატეგორიაში, რომლებიც მოიცავდა COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ კომპანიების პასუხისმგებელი ინიციატივების ძირითად თემებს:

  • თანამშრომელთა მხარდაჭერა
  • მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა
  • საზოგადოების მხარდაჭერა
  • მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა

 

მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორის მხარდაჭერაში წელს გამარჯვებულები არიან კომპანია ტერაბანკი და OneSoft.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020-ის გამარჯვებულები დასახელდნენ!

2021 წლის 19 მაისს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020’-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ სირცეში გაიმართა. წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, რომელიც განსაკუთრებული ფორმატით ჩატარდა კომპანიები იმ პროექტებისა თუ იცინიატივებისთვის დაჯილდოვდნენ, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს. Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Meliora-ს დაჯილდოების ღონისძიება 19 მაისს გაიმართება

2021 წლის 19 მაისს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020’-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ფორმატში გაიმართება. როგორც იცით, წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებული ფორმატით ტარდება და კომპანიებს იმ  პროექტებისა და თუ ინიციატივებისთვის დააჯილდოვებს, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Meliora 2020 – განაცხადების მიღება დასრულდა

Meliora 2020-ის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულებულია.

დიდი მადლობა ყველა კომპანიას, ვინც კონკურსში განაცხადი გამოგზავნა. კონკურსის 4 კატეგორიაში 62 განაცხადი შემოვიდა!

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Page 2 of 6

Powered by WordPress & Theme by Anders Norén

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial

Enjoy this blog? Please spread the word :)

Facebook0
Facebook
LinkedIn