საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) გამოსცა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, რომლის ავტორია ლელა ხოფერია.
წიგნი განკუთვნილია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით დაინტერესებული პროფესიონალების, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების ფართო აუდიტორიისათვის.
ლექსიკონში შესულია უშუალოდ კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ტერმინები და კონცეფციები, ასევე უფრო ფართო გამოყენების ტერმინები, რომლებიც მნიშვნელოვანი და არსებითია კორპორაციული პასუხისმგებლობის კონტექსტშიც. თითოეულ ტერმინს ახლავს დეტალური განმარტება.
სულ ლექსიკონი შეიცავს 200-ზე მეტ სტატიას
მიჰყევით ბმულს ლექსიკონის ელექტრონული ვერსიის ჩამოსატვირთად
ლექსიკონი მომზადდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
6/17/2021
კომენტარის დატოვება