CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

კატეგორია: CSR ექსპერტი

ემოციური ისტორიების როლი ადამიანების ქცევის ცვლილებაზე

ახალი ამბის მოყოლა, ისე რომ საზოგადოებაში ამან დიდი ემოცია გამოიწვიოს, რა თქმა უნდა ძლიერი PR ინსტრუმენტია, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში როდესაც ეს ადამიანთა ისტორიებს ეხება. ნამდვილად რთული პროცესია სწორი ისტორიის შერჩევა და შემდეგ საზოგადოებისთვის სწორი აქცენტებით წარდგენა, თუმცა, დამერწმუნეთ, რომ „წვალებად“ ნამდვილად ღირს.

განაგრძე კითხვა

რა როლი აქვთ და რა შეიძლება გააკეთონ ბიზნეს კომპანიებმა გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების კუთხით ?

ხშირად ისმის კითხვა „რა როლი აქვთ და რა შეიძლება გააკეთონ ბიზნეს კომპანიებმა გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების კუთხით ?

მინდა გაგაცნოთ ერთი ძალიან საინტერესო კვლევის შედეგები, რომელიც ფრანგმა მეცნიერებმა ჩაატარეს ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.

მანამდე კი გეტყვით, რომ 2015 წლის დეკემბერში, პარიზში 195 ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა გლობალური დათბობის წინააღმდეგ მოქმედების პრინციპებსა და მიზნებზე. შემუშავდა და ხელი მოეწერა გრძელვადიან გეგმას, რომლის მიზანია გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა. ამ ინიციატივას 2016 წლის 22 აპრილს საქართველოც შეუერთდა.

განაგრძე კითხვა

“Storytelling”-ი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

დაახლოებით 20 წელია რაც ბიზნეს სამყაროში გაჩნდა ტერმინი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და კომპანიებმა დაიწყეს ამ მიმართულებით მუშაობა.

ამ პერიოდში მათ,  რათქმაუნდა დაუგროვდათ საინტერესო გამოცდილება და სურთ აღნიშნული გამოცდილების გაზიარება, მაგრამ ცოტანი თუ ახერხებენ ისტორიების საინტერესოდ გადმოცემას.

განაგრძე კითხვა

სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირება

სოციალურად პასუხისმგებელი ინვესტირება (Socially responsible investment/SRI), საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას კომპანიის საქმიანობის სოციალური და გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გათვალისწინებას გულისხმობს. მსოფლიოში მდგრადი განვითარებისა და ეთიკური ინვესტიციების ბევრი ინდექსი არსებობს, რომელიც ასახავს სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიების საქმიანობას.

განაგრძე კითხვა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და პროფესიონალთა დამოკიდებულება საკითხის მიმართ

კომპანიას, რომელსაც ჩამოყალიბებული CSR სტრატეგია აქვს – იზიდავს საუკეთესო  კადრებს, ზრდის მოტივაციას თანამშრომლებში და ზრდის ბრენდის რეპუტაციას.

CSR-ის მნიშნელობა დღითი დღე იზრდება, თაობა “Y”-ის (1980-1990 წლებში დაბადებული თაობა) უმეტესობა ეძებს იმ კომპანიებს, რომლებსაც სოციალური პასუხისმგებლობა განვითარებული აქვთ. Harvard Business Review-ს ანგარიშის მიხედვით ძალიან დიდი კავშირია CSR პროგრამებსა და კომპანიის ფინანსებს შორის: „CSR არის უფრო მეტი ვიდრე ხარჯი, ეს არის ინვესტიცია, რომელსაც მოაქვს კონკურენტული უპირატესობა.“

განაგრძე კითხვა

CSR და მისი დადებითი შედეგები

როგორც იცით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპლექსური საკითხია.  ჩემს პირველ ბლოგში მე, ვისაუბრებ იმ დადებით შედეგებზე, რაც CSR სტრატეგიას მოაქვს ბიზნესკომპანიებისთვის.

განაგრძე კითხვა

რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ?

დღევანდელი მომხმარებელი ბიზნესს მაღალ სტანდრატებს  უყენებს, ისინი ხარისხისა და ფასის გარდა სხვა სარგებელსაც ითხოვენ. „Cone Communication“-ის კვლევის მიხედვით ათიდან ცხრა მომხმარებელი კომპანიისგან ითხოვს, რომ ბიზნესმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა გარემოსა და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, გამოკითხულთა 84% კი ამბობს, რომ  უპირატესობას ანიჭებს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს.

განაგრძე კითხვა

Powered by WordPress & Theme by Anders Norén