ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული წარმოება Lacoaj-ი, კომპანიის ვებგვერდით გაყიდული პროდუქციით მიღებულ თანხას სრულად უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდამჭერ ფონდში გადარიცხავს.
ჭდე: “მდგრადი განვითარების მიზნები” (Page 1 of 8)
“გასაჩერებელი ამბები ქალებზე”, ასევ ქვია სარვამარტო კამპანიას, რომელიც კომპანია “ალმამ” თბილისის მასშტაბით წამოიწყო და რომლის მიზანიც, ნაკლებად ცნობილი, თუმცა ძალიან დიდი როლის მქონე ქართველი ქალბატონების შესახებ ცნობადობის ამაღლებაა. მათი ისტორიების ფართო აუდიტორიამდე მიტანასთან ერთად, კამპანიის გზავნილი საზოგადოების შთაგონება და მათში მოტივაციის გაზრდაც არის.
„ალტე უნივერსიტეტის” ინიციატივით, მასშტაბური პროექტი იწყება, რომელიც სკოლის მოსწავლეებს იდეების რეალიზების რეალურ შესაძლებლობას მისცემს. ეს არის სასკოლო Start-up მარათონი, რომლის მიზანიც, ისეთი მოსწავლეების აღმოჩენაა, რომლებსაც შეიძლება საინტერესო ბიზნეს იდეები აქვთ და არ იციან, ვისთან ან როგორ წარადგინონ ისინი.
ახალი წელი თავგადასავლების, დაუვიწყარი მომენტების თუ მოგონებების შექმნის ახალი შესაძლებლობაა. სწორედ ეს არის Europcar-ის, როგორც საერთაშორისო ბრენდის მთავარი მიზანიც, რომ თავის მომხმარებელთან ერთად უამრავი ქვეყანა შემოიაროს და ამ მოგზაურობის დაუვიწყარი აღმოჩენები ახალი წლის კალენდარზე მონიშნოს.
საქართველოში პირველად, საინფორმაციო ვებპორტალი www.csrgeorgia.com ჩაეშვა, რომელიც ვიზიტორებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა (CSR) და კორპორაციული მდგრადობის შესახებ მრავალფეროვან რესურსებს სთავაზობს.
ყველაზე ემოციური, გამორჩეული და ჯადოსნური დღესასწაულის – ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება. თუმცა, ამ პერიოდს, მხიარულებასა და დიდებულებასთან ერთად, სევდა და მელანქოლიაც ახლავს თან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სამწუხაროდ, ახალი წელი ყველასთვის ჯადოსნური ნამდვილად არ არის. თუკი წინასაახალწლო ფუსფუსს მცირე ხნით მოვწყდებით, მაშინვე შევამჩნევთ, რომ ჩვენ გარშემო უამრავი სოციალური პრობლემაა. ამაზე ზრუნვა კი, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
სწორედ ამ საზოგადო პრობლემებსა და ზრუნვის მნიშვნელობაზე გვესაუბრება თეგეტას ახალი, მასშტაბური საახალწლო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს, სასიკეთო ცვლილებების მისაღწევად, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააერთიანოს.
გლობალური მასშტაბით ტურისტების აქტივობების შედეგად უზარმაზარი მოცულობის მონაცემები წარმოიქმნება, მათზე დაყრდნობით საინტერესო დასკვნების გამოტანა შეიძლება მოგზაურების ქცევების შესახებ. აღნიშნული მონაცემების შეგროვებას, კომერციული თუ არაკომერციული მიზნით, ახდენს უამრავი დაინტერესებული მხარე, მათ შორის კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ამ შეგროვებული მონაცემების გაზიარება არ ხდება, რაც ჯვარედინი ანალიზის შესაძლებლობების გამოყენებას და ბიზნესისთვის საჭირო ინფორმაციის გენერირებას უშლის ხელს, ეს კი ტურიზმის სფეროს მდგრადი განვითარების ხელშემშლელი ფაქტორია.
28 ოქტომბერს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
ტენეს ქარხანა, რომელიც ეკომეგობრულ USB კაბელებს აწარმოებს, 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა. ამის შესახებ კომპანიამ ფეისბუქგვერდზე დაწერა.
“გვჯერა, რომ თუ ადამიანს მეტი დრო ექნება პირადი ცხოვრებისთვის, ის უფრო პროდუქტიული იქნება სამსახურში!” — ვკითხულობთ განცხადებაში.
“საქართველოს ბანკი” პარტნიორებთან ერთად ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ინდივიდუალურ კონსულტაციებს იღებენ. ბიზნესის სამომავლო განვითარების მიზნით პროგრამა კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.
პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების; ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების; შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.