„ტურბომ“ საკუთარი ავტომობილები სარგებლობაში გადასცა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის პერსონალს. ყველა ავტომობილს ჩაუტარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები; გარდა ამისა, ავტომობილები უზრუნველყოფილია საწვავითა და ულიმიტო დაზღვევით.
ჭდე: “მდგრადი განვითარების მიზნები” (Page 5 of 8)
„არსებული კრიზისის გამო, ხელფასები გავზარდეთ და ვფიქრობთ, რომ პანდემიის ჩავლის შემდეგ ეს დამატებითი ბონუსები რეგულარული ანაზღაურება გახდება.“– ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიულმა კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ“ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში წარმოება და გაყიდვები შეუფერხებლად განაგრძო. ამასთან, როგორც კომპანიის დირექტორი, თათია არაბიძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს საგანგებო მდგომარეობისა და ვირუსის პირველივე აფეთქების დროს ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა პიკური იყო, თუმცა, ქსელი პროდუქტის დეფიციტს არ განიცდის და რეალიზაცია არც ახლა შემცირებულა.
დღითი დღე უფრო ნათელი ხდება, რომ ერთმანეთის გვერდში დგომის გარეშე რთული იქნება COVID 19-თან ბრძოლა. კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული ვირუსთან ბრძოლაში და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.
სადაზღვევო კომპანია „არდიმ“, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მუნიციპალური მუზეუმების, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, ბიბლიოთეკებისა და ხელოვნების სკოლების 100 ასაკოვან თანამშრომელს, რომლებიც ვირუსის გავრცელების მაღალ რისკ ჯგუფში იმყოფებიან, კარანტინის პერიოდისთვის საჭირო სურსათი გადასცა.
ანალიზისა და სტრატეგიული კონსულტაციის კომპანიამ „ეისითი“, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ახალი სტრატეგიული საკონსულტაციო პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE შექმნა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს სხვადასხვა მიმართულებით ონლაინ კონსულტირების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ვირუს COVID-19-სგან თავდასაცავი ბევრი რეკომენდაციის წაკითხვა შეგვეძლო – პირბადეები, ჰიგიენისთვის მეტი ყურადღების დათმობა, საკუთარი სახის შეხებისგან თავშეკავება, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ რისკის მინიმუმამდე დაყვანის ყველაზე ეფექტური საშუალება სოციალური დისტანცირება და თვითიზოლაციაა. გვირჩევენ, რომ მაქსიმალურად ვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და საუკეთესო შემთხვევაში, საერთოდ არ დავტოვოთ სახლის მიდამოები. თუკი ამ მითითებების გათვალისწინება გადაწყვიტეთ და სოციალური დისტანცირების გზას დაადექით, მაშინ სჯობს ელექტრონული კომერციის სერვისებთან და მათ შორის ვენდუსთან დამეგობრდეთ.
საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს.ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს პლატფორმას https://argacherde.ge, სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეცილურ ფასად შესთავაზონ.
სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანიამ „ნოვა“ პანდემიის გამოწვევის დასაძლევად 65 000 ლარი გამოყო.
“ჯიპიაი ჰოლდინგი” ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო და დროული CSR პროექტებით. რათქმაუნდა COVID 19-თან ბრძოლაშიც აქტიურად ჩაერთო და ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად მადლობის ფონდი შექმნა. ფონდში ჩარიცხული 100 000 ლარით კი თითოეულ მათგანს ანაზღაურებას გაუორმაგებს.
დღევანდელ დღეს მსოფლიოში განვითარებული მოვლენები ცუდად აისახება, როგორც ჩვენ ფსიქიკაზე ასევე ფინანსურ მდგომარეობაზე. ამ დროს ნებისმიერი სახის წახალისება თუ გვერდში დგომა მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.
კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთო COVID 19-თან ბრძოლაში და ძალიან საინტერესო კამპანიებსა თუ პროექტებს ჩაუყარა საფუძელი.
მათ შორისაა ფინკა ბანკი, რომელიც მუდმივად ზრუნავს თავის თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე.
„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“, საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის, 150 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.
როგორ აპირებს კომპანია ამ თანხის დახარჯვას?