CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

ჭდე: “სოციალური კამპანია” (Page 4 of 8)

100 000 უფასო ავიაბილეთი ექიმებს ყატარის ავიახაზებისაგან

COVID-19-თან ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ მედიკოსებს ყატარის ავიახაზები 100,000 ეკონომკლასის უფასო ავიაბილეთს სთავაზობს, ავიახაზების ქსელის ნებისმიერ მიმართულებაზე.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

სამშენებლო კომპანია “ტრანსმშენი” COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლ ექიმებს დაეხმარა

სამშენებლო კომპანია “ტრანსმშენმა” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა 2,500 ერთეული ერთჯერადი სამედიცინო დანიშნულების ხალათი ექიმებისთვისა და ექთნებისთვის, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდე ბრძოლაში არიან ჩართულები.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

უფასო გარე რეკლამა კომპანიებს, რომლებსაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეაქვთ წვლილი – Billboards Base-ის კამპანია

Billboards Base, კომპანიებს, რომლებსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეაქვთ წვლილი, სარეკლამო სივრცეებს, იჯარის გადასახადის გარეშე სთავაზობს. გარე რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად, ორგანიზაციებს შეუძლიათ, ლოკაციები თავად შეარჩიონ, Billboards.ge-ზე. კამპანიის მიზანია, ბიზნესის დახმარება და მათი თითოეული გზავნილის საზოგადეობამდე ზუსტად მიტანა, რომ პანდემიასთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

On.ge მცირე ბიზნესებს სტატიის მომზადებას სიმბოლურ ფასად სთავაზობს

კორონავირუსის გამო შეჩერებულმა ეკონომიკამ ყველაზე დიდი დარტყმა მცირე და საშუალო ბიზნესებს მიაყენა, რომელთაც დიდი დანაზოგი არ ჰქონდათ არსებობის გაგრძელებისათვის. განსაკუთრებით დაზარალდა გართობის ინდუსტრია. ახლა, როცა ეკონომიკა ნელ-ნელა იხსნება, On.ge -ს უნდა წვლილი შეიტანოს ამ კომპანიების ღირსეულად დაბრუნებაში და ითვალისწინებენ რა, რომ მათ შეიძლება სარეკლამო ბიუჯეტი საერთოდ არ ჰქონდეთ, სიმბოლურ ფასს თავაზობენ თავის მომსახურებებზე.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

მეიჯერელის საქველმოქმედო კამპანია

კორონავირუსი დღემდე აქტიურ პრობლემად რჩება ქვეყანაში და კომპანია მეიჯერელ საქართველომ გადაწყვიტა წვლილი შეიტანოს იმ ადამიანების დახმარებაში, ვისაც დღეს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ ამ მიზნით კომპანიამ თანამშრომლებთან ერთად ახალი პროექტი დანერგა-„ერთად ვიზრუნოთ პატარებზე“.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

,,ვარშავა ბარის” თანამშრომლებს თბილისში პოლონელმა მეპატრონემ ხელფასი შეუნარჩუნა

14 მარტიდან მოყოლებული დღემდე, თვე-ნახევარზე მეტია,  ,,ვარშავა ბარი“ თბილისში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა, ისევე როგორც ყველა მსგავსი ადგილი ქვეყანაში. სახლში წავიდა ბარში დასაქმებული შვიდივე თანამშრომელი, მათ შორის მანო სვანიძეც, რომელიც უკვე მესამე წელია ამ ბარში მუშაობს.

როგორც მანო ამბობს, თვითიზოლაციაში მყოფ თანამშრომლებს თვის ბოლოს შეტყობინება მიუვიდათ მეპატრონისგან, რომ ბარის დაკეტვის მიუხედავად მიიღებდნენ ხელფასს. ბარის პოლონელმა მეპატრონემ, ანა მარია გაიდამ მას მისწერა, რომ როგორც დამსაქმებელი, თავს ვალდებულად გრძნობდა შემოსავლის გარეშე არ დაეტოვებინა თანამშრომლები.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

კრისტალი Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს პასუხობს

Covid 19-ის გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეცვალა კომპანიების სამუშაო დღის წესრიგი და პრიორიტეტები. გამონაკლისი არც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ყოფილა, თუმცა, უფრო აღსანიშნავი ის არის, რა სისწრაფითა და პასუხისმგებლობით მიუდგა კომპანია ახალ, აქამდე არარსებულ გამოწვევას.

პირველი, რაც „კრისტალმა“ გააკეთა ვირუსის გავრცელებისთანავე, თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის გატარებული ღონისძიებები იყო:

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

,,ტერასა ჯგუფი“ ,,კათარზისის“ 400 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ტერასა ჯგუფი“ კვლავ აქტიურად განაგრძობს დახმარებების სერიას. კომპანია ამჯერად ,,კათარზისს“ ესტუმრა. საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში ,,კათარზისის“ 400 ბენეფიციარს სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტი გადაეცა.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

OPPA • ოპპა პანდემიის წინააღმდეგ

OPPA უნივერსალური ელექტრონული საფულეა, რომელიც ადამიანებს ფულის მარტივად მართვაში ეხმარება. პანდემიასთან ბრძოლის დროს, როცა თითოეული ადამიანისთვის შემოსავლების მართვა და დაზოგვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, კომპანიამ არა ერთ საინტერესო ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი:

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

„ტურბომ“ პანდემიასთან მებრძოლ კლინიკებს ავტომობილები სარგებლობაში გადასცა

„ტურბომ“ საკუთარი ავტომობილები სარგებლობაში გადასცა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის პერსონალს. ყველა ავტომობილს ჩაუტარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები; გარდა ამისა, ავტომობილები უზრუნველყოფილია საწვავითა და ულიმიტო დაზღვევით.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Page 4 of 8

Powered by WordPress & Theme by Anders Norén

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial

Enjoy this blog? Please spread the word :)

Facebook0
Facebook
LinkedIn