ძალიან ხშირად ისმის სხვადასხვა მოსაზრება იმ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში და უფრო ზედმიწევნით გაეცნოს ევროპულ ღირებულებებს, საკანონმდებლო სისტემასა და ვალდებულებებს, რომელიც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას სდევს თან, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) შექმნა პლატფორმა www.asocireba.ge.
აღნიშნული პლატფორმა საინტერესოა, როგორც სამოქალაქო და სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რადგან სწორედ აქ შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ჩვენ ყველას ერთად მომავალში გველოდება.