CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

ჭდე: “მდგრადი განვითარების მიზნები” (Page 8 of 8)

რა როლი აქვთ და რა შეიძლება გააკეთონ ბიზნეს კომპანიებმა გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების კუთხით ?

ხშირად ისმის კითხვა „რა როლი აქვთ და რა შეიძლება გააკეთონ ბიზნეს კომპანიებმა გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების კუთხით ?

მინდა გაგაცნოთ ერთი ძალიან საინტერესო კვლევის შედეგები, რომელიც ფრანგმა მეცნიერებმა ჩაატარეს ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.

მანამდე კი გეტყვით, რომ 2015 წლის დეკემბერში, პარიზში 195 ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა გლობალური დათბობის წინააღმდეგ მოქმედების პრინციპებსა და მიზნებზე. შემუშავდა და ხელი მოეწერა გრძელვადიან გეგმას, რომლის მიზანია გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა. ამ ინიციატივას 2016 წლის 22 აპრილს საქართველოც შეუერთდა.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

CSR ანგარიშგება და კერძო სექტორი

დღევანდელი ჩვენი ბლოგის სტუმარია ელენ კოენი.  ელენს ბიზნესის მდგრადი განვითარების მართვისა და კონსულტაციის კუთხით 30 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის 8 წელი იყო ევროპის Procter and Gamble-ს მოწოდების ჯაჭვის აღმასრულებელი მენეჯერი, და 7 წელი ადამიანური რესურსებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ვიცე პრეზიდენტი Unilever-ში. 2005 წლის შემდეგ ელენი სტრატეგიულ კონსულტაციას უწევს და ატარებს ტრენინგებს CSR ანგარიშგების შესახებ. Trust Across America-მ ელენი სანდო ბიზნესების ინტელექტუალური ლიდერების ასეულში დაასახელა და მიანიჭა ცხოვრებისუელი მიღწევებისთვის საპატიო ჯილდო.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

სწრაფად დასაგემოვნებელი ახალი ხილი

არაჩვეულებრივი კამპანია წამოვიწყეთ – „ახალი ხილი“. ჩვენობით იმიტომ ვსაუბრობ, რომ ყველა ჩემიანია ვინც კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, დარგის პოპულარიზაციაზე, ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვაზე ზრუნავს, თორემ კამპანიასთან საერთო მხოლოდ ის მაქვს რომ პერიოდულად დავწერ ხოლმე ბლოგს აღნიშნულ თემაზე.

ჩვენ, ხშირად ვუფრთხით სიახლეებს, გვეშინია, ძველი გვირჩევნია, რადგან ძველი უკვე გამოცდილია და შედეგებიც მოუტანია. სიახლეს კი ბევრი რისკი აქვს და არავინ იცის რას მოგვიტანს საბოლოო ჯამში.

არადა, თაობები მოდიან და მათ სწორედ რომ სიახლეები სჭირდებათ. ისინი სხვანაირად ფიქრობენ და თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე მომხარებელი კორპორაციებსაც „აიძულებს“ სიახლეები დანერგონ და სარგებელი მოუტანონ გარემოს.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ – ალექსანდრე ლორთქიფანიძე

ეგეთი ამბავი იყო:

ქალმა შვილი შემოიყვანა უნივერმაღში, აი, ახლანდელი გალერია თბილისის ადგილას რომ უნივერმაღი იყო, სწორედ მანდ, მაშინ იქნებოდა ზუსტად 1996 წელი. ქალს ეცვა მწვანე ჟაკეტი და ნაცრისფერი როლინგი, ბიჭუნას – ფართო, ნაქსოვი სვიტერი, გახუნებული ჯინსის შარვალი და გაცრეცილი ფეხსაცმელები. ეცვათ ღარიბულად, მაგრამ სუფთად. სექციებს შორის დადიოდნენ, ბიჭი ყველაფერს ინტერესით ათვალიერებდა, ქალი ერთი-ორგან გამყიდველებს გაესაუბრა, თუმცა ისე, უგულოდ. სათამაშოების სექციასთან შეჩერდნენ, ბიჭმა იქვე დახლზე დადებული პატარა ავტომობილით დაიწყო თამაში, გააგორ-გამოაგორა. „მოგწონს, დედიკო?“ – იკითხა ქალმა. ბიჭმა დედას ახედა, თამაში შეწყვიტა, მანქანა საწყის ადგილას დააბრუნა, გაჩუმდა და დაფიქრდა. „რა ღირს?“ – იკითხა ქალმა. უთხრეს ფასი. ქალი უხერხულად შეიშმუშნა და ბიჭს მძიმედ გაუღიმა: „გიყიდი, თუ მოგწონს“. ბიჭმა კიდევ ერთხელ ახედა დედას, მერე მანქანას შეხედა და თავი გააქნია: „არაა, არ მომწონს“ – თქვა და სექციის გასასვლელისკენ გაბაჯბაჯდა – „ფოტო ხო გადავიღეთ უკვე, წავიდეთ ეხლა, დავიღალე რა ამ მაღაზიებში“.

ქალმა თავი ჩახარა და გაყვა.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

CSR რესურსები

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო 

სახელმძღვანელოში განხილულია CSR კონცეფცია, ტერმინები, სამეცნიერო თეორიები, რეგულირების ძირითადი ინსტრუმენტები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი თემები და კომპონენტები. ასევე სახელმძღვანელოში განხილულია კომპანიის საქმიანობაში CSR-ის დანერგვისა და განხორციელების მექანიზმები.

 

CSR სახელმძღვანელო მცირე და საშუალო საწარმოებისათვის:  

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია და პრაქტიკა ნელ-ნელა მკვიდრდება საქართველოში, თუმცა როგორც საზოგადოებრივი აზრი ასევე თავად ბიზნეს კომპანიები კორპორაციულ პასუხისმგებლობას მეტწილად მსხვილი კომპანიების საქმედ მიიჩნევენ, რაც კონცეფციის უმართებულო გააზრების შედეგია. წინამდებარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო კომპანიებისთვის.

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი

https://goo.gl/mWBhTn

ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და მისი დანერგვის შედეგები ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის; საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გააანალიზოს მთავრობის როლი და შესაძლო ფუნქციები სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაში; აგრეთვე საქართველოს კონტექსტის, ჩვენი პრობლემებისა და განვითარების მიზნების გათვა-ლისწინებით საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდოს რეკომენდაციები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშემწყობი პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების თაობაზე.

 

სოციალური მეწარმეობის სახლემძღვანელო

https://goo.gl/EAN4Ff

სოციალური მეწარმეობა უკანასკნელ წლებში სულ უფრო და უფრო მზარდ ინტერესს იწვევსმრავალ ქვეყანაში, რამდენადაც იგი თავის თავში ერთდროულად ათავსებს სოციალურიმისიისკენ სწრაფვას და ბიზნესის ტიპის საქმიანობას.მსოფლიოს ქვეყნებში სოციალური მეწარმეობა სხვადასხვა გზით ვითარდებოდა,შესაბამისად, განსხვავებული პრაქტიკა და გამოცდილება დაგროვდა.

 

სოციალური მეწარმეობის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობაში

https://goo.gl/X6bivS

საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს ცნებებს „სოციალური მეწარმეობა“ და „სოციალური საწარმო“‘, შესაბამისად, არც განსაკუთრებული სპეციფიკური რეგულაციები და წესები ასეთი ორგანიზაციული წარმონაქმნების დაფუძნება-საქმიანობის შესახებ არ არის დადგენილი. მიუხედავად ამისა, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას რომ დაინტერესებულმა სუბიექტმა დააფუძნოს ისეთი წარმონაქმნები, რომელიც თავისი არსით შეიძლება ძირითადად აკმაყოფილებდეს სოციალური საწარმოსათვის დამახასიათებელ კრიტერიუმებს.

 

მდგრადი განვითარების მიზნები

https://www.un.org/sustainabledevelopment/

 

ანგარიშგების გლობალური ინიციატივა

https://www.globalreporting.org

GRI ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც შეიმუშავა მთელი რიგი სტანდარტები და მოთხოვნები მდგრადი განვითარების/CSR ანგარიშის დასაწერად.

 

ISO 26000

http://goo.gl/bqit1z

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო სტანდარტი.

 

გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი

http://goo.gl/yx5xVD

გლობალური შეთანხმების ათი პრინციპი წარმოადგენს კორპორატიული პასუხისმგებლობის საზიარო ეთიკურ და პრაქტიკულ ჩარჩოს – გაგებული და გააზრებული მსოფლიოს მასშტაბით – კომპანიის ზომის, წყობის და მდებარეობის მიუხედავად.

 

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის “სახელმძღვანელო მითითებები მრავალეროვანი საწარმოებისთვის”

http://goo.gl/Z3qywo

OECD-ის სახელმძღვანელო აძლევს რეკომენდაციებს მულტინაციონალურ კომპანიებს იმ პრინციპებისა და სტანდარტების შესახებ, რომელიც სოციალურად პასუხისმგებელმა ბიზნემა უნდა დაიცვას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხზე ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტი საერთაშორისო დონეზე.

 

გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესი და ადამიანის უფლებების შესახებ

http://goo.gl/CH41j1

სახელმძღვანელო მიზნად ისახავს დაამკვიდროს გლობალური სტანდარტი და აღმოფხვრას ბიზნესის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

 

ევროკავშირის 2011-2014 წლების სტრატეგია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ 

https://goo.gl/D4Hsig

 

რიოს დეკლარაცია გარემოსა და განვითარების შესახებ

https://goo.gl/m8PqZS

დეკლარაცია გამოქვეყნდა 1992 წელს რიო დე ჟანეიროში, გაეროს კონფერენციაზე, რომელიც ცნობილია როგორც დედამიწის სამიტი. რიოს დეკლარაცია მოიცავს 27 პრინციპს, რომლითაც სახელმწიფოებმა უნდა იხელმძღვანელონ მდგრადი განვითარების კუთხით. მას ხელი 170 ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა.

Please follow and like us:

Page 8 of 8

Powered by WordPress & Theme by Anders Norén

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial

Enjoy this blog? Please spread the word :)

Facebook0
Facebook
LinkedIn