CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

ჭდე: “სოციალური პასუხისმგებლობა” (Page 2 of 9)

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია გაიმართა

28 ოქტომბერს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

ქართული საწარმო ტენე 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

ტენეს ქარხანა, რომელიც ეკომეგობრულ USB კაბელებს აწარმოებს, 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა. ამის შესახებ კომპანიამ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

“გვჯერა, რომ თუ ადამიანს მეტი დრო ექნება პირადი ცხოვრებისთვის, ის უფრო პროდუქტიული იქნება სამსახურში!” — ვკითხულობთ განცხადებაში.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

“საქართველოს ბანკისა” და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი

"საქართველოს ბანკისა" და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს

“საქართველოს ბანკი” პარტნიორებთან ერთად ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ინდივიდუალურ კონსულტაციებს იღებენ. ბიზნესის სამომავლო განვითარების მიზნით პროგრამა კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.

პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების; ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების; შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

„თეგეტა მწვანე ზონა“ – ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია „თეგეტა მოტორსის“ თანამშრომლებისთვის

თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, „თეგეტა“ გუნდის წევრებს მოუწოდებს, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ. „თეგეტა მწვანე ზონა“ – კომპანიაში ამ სახელწოდებით მიმდინარეობს ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია.

„თეგეტა“ თანამშრომლების Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად მოტივაციისთვის, რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

ფილიპ მორისი საქართველოს მიერ თანამშრომლების მხარდაჭერა პანდემიის პერიოდში

ფილიპ მორის საქართველო' დისტანციურ მუშაობაზე გადადის | BM.GE„ფილიპ მორის საქართველოს“ ინიციატივა, “Ubi Concordia, Ibi Victoria – ისტორიის შექმნის პროცესი პანდემიის პირობებში” – თანამშრომლებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა, რადგან თანამშრომელთა კეთილდღეობა PMG-ს უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, პანდემიის პირველივე დღიდან კომპანიამ შეიმუშავა ინიციატივა, რომლის მიზანი სტრესის დაძლევა, ახალ რეალობასთან გამკლავება და გუნდის მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებ იყო.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა – SDG Industry Matrix

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა და პასუხისმგებლობა აიღო აღნიშნული მიზნების მიღწევაზე.

გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და KPMG -ის თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა SDG Industry Matrix, რომელიც კერძო კომპანიებს ანახებს გზებს და მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება თითოეული მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა.

აღნიშნული გაიდლაინი შემუშავდა შემდეგი მიმართულებებისთვის:

– ფინანსური სერვისები

– საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი

– ჯანდაცვა 

– მრეწველობა

– ტრანსპორტი

– ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები

– გარემოს დაცვა

ამ ბლოგში განვიხილავთ თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მერვე მიზანს.

მიზანი 8 – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Rethink ანუ დაინახე ახლებურად – ბიზნესის მხარდაჭერის მოდელი ბიდიოსგან

ჩვენ შესახებ - BDOკომპანია BDO საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა.

Covid 19-ის კრიზისის დაწყებიდან სულ რამდენიმე კვირაში, ბიზნესის მხარდასაჭერად, ბიდიომ ნაცნობი თემების ახლებურად დანახვის კამპანია Rethink-ი დაიწყო, რომლის მიზანია სხვადასხვა სექტორში მოქმედ, განსხვავებული მასშტაბის კომპანიებს დაეხმაროს წარმატებით გადაეწყონ ახალ რეალობაში და შეიმუშავონ სწორი ბიზნესსტრატეგიები. ბიდიომ საქართველოში კონცეფციის ლოკალური ბაზრისთვის ადაპტირება განახორციელა, შეიმუშავა სპეციალური ვებგვერდი და კომპანიებს შესთავაზა ახალ რეალობაში ლავირების თავისი ხედვა. Rethink-ის კონცეფცია არის 3 ეტაპისგან შემდგარი მოდელი – რეაგირება, მდგრადობა და გარდასახვა – ეს არის ეტაპები, რომლებსაც ყველა კომპანია გაივლის კრიზისიდან გამოსვლის და ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებისთვის.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

კომპანია “კი კი”-ს მიერ სკოლების ბიო ტუალეტებით უზრულველყოფა

კომპანია “კი კი” არის გარე ბიო ტუალეტების წარმოებაში საერთაშორისო ლიდერის პარტნიორი ქართული კომპანია.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანიამ გადაწყვიტა განეხორციელებინა პროექტი საქართველოს მაღალმთიანი სოფლის სკოლებისთვის. პროექტის მიზანს წარმოადგენდა, ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარება.

სკოლებს არ გააჩნიათ საკანალიზაციო სისტემა და სკოლის მოსწავლეებს უწევდათ მოუწესრიგებელი საპირფარეშოებით სარგებლობა. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის პირობებში, როცა ჰიგიენის დაცვა ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ვირუსისგან თავის დასაცავად. ვინაიდან კომპანია “კი კი” -ს საქმიანობა ბიო ტუალეტებს უკავშირდება, თხოვნით მიმართა რამდენიმე სკოლის ადმინისტრაციამ, მათთვის ახალი სასწავლო წლისთვის დახმარება გაეწიათ.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

EY-ის ხმარდაჭერა ფონდს “პირველი ნაბიჯი საქართველო”

meliora.ge

2020 წლის მარტიდან COVID 19 -ით გამოწვეული მდგომარეობის გამო, ფონდის პირველი ნაბიჯი საქართველო პროგრამებში შეჩერდა ჩვეული წესით მომსახურეობების მიწოდება. ფონდი კომპანია “იუაი”-ს ბენეფიციარია შექმნის დღიდან და მუდამ ინფორმირებული არიან მისი საქმიანობების და პრობლემების შესახებ. პანდემიის დროს ორგანიზაცია ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა: განსაკუთებული საჭიროებების მქონე ბავშვთა მდგომარეობა კარანტინის პერიოდში და ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის სამსახურის შენარჩუნება.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია – SDG Industry Matrix

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა და პასუხისმგებლობა აიღო აღნიშნული მიზნების მიღწევაზე.

გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და KPMG -ის თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა SDG Industry Matrix, რომელიც კერძო კომპანიებს ანახებს გზებს და მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება თითოეული მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა.

აღნიშნული გაიდლაინი შემუშავდა შემდეგი მიმართულებებისთვის:

– ფინანსური სერვისები

– საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი

– ჯანდაცვა 

– მრეწველობა

– ტრანსპორტი

– ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები

– გარემოს დაცვა

ამ ბლოგში განვიხილავთ თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მეშვიდე მიზანს.

მიზანი 7 – ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Page 2 of 9

Powered by WordPress & Theme by Anders Norén

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial

Enjoy this blog? Please spread the word :)

Facebook0
Facebook
LinkedIn