ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება, განსაკუთრებით კი უფროს თაობაზე ზრუნვა, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, პანდემიის დასაწყისშივე, ლიბერთი ბანკმა შექმნა სპეციალური პროექტები, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი ონლაინ სივრცეში.
ჭდე: “სოციალური პასუხისმგებლობა” (Page 3 of 9)
Fair Trees Georgia საახალწლო ნაძვის ხეების მწარმოებელი კომპანიაა რაჭაში, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩევა. კომპანიის გუნდი ყოველი წლის სექტემბერში ტრადიციულად ახორციელებს მკერდის სიმსივნის უფასო, დროულ დიაგნოსტიკას, პრევენციასა და მკურნალობას ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისათვის. Covid 19-მა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა კომპანია – პანდემიის პერიოდში დაგეგმილი კვლევები ამბროლაურის კლინიკაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუციიდან გამომდინარე კლინიკის მენეჯერმა უარი განაცხადა სივრცის დათმობაზე.
მიუხედავად გამოწვევებისა კომპანია ფეა თრიიზმა მიიჩნია, რომ დაუშვებელია სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შეჩერება და თავის თავზე აიღო პროექტის განხორციელება. პროექტი დაიწყო 2020 სექტემბერში და დღესაც მიმდინარეობს.
გაითვალისწინა რა ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაცია, კომპანიის მიერ მოხდა კერძო მობილური კლინიკის დაქირავება, რისი მეშვეობითაც სკრინინგის მსურველი ქალბატონების კვლევები სხვადასხვა ლოკაციებზე უტარდებოდათ. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების გადაყვანა ხდება კვალიფიციურ კლინიკაში შემდგომი კვლევბისათვის, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, რათა მოხდეს კვლევების და მკურნალობის ბოლომდე მიყვანა.
პროექტის მართვაში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყო წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელიც უზრუნველყოფთა პანდემიის მართვისთვის საჭირო რეგულაციების დაცვას და პაციენტთა და მედპერსონალის უსაფრთხოებას.
10/08/2021
ელენე ჩხეიძე
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა და პასუხისმგებლობა აიღო აღნიშნული მიზნების მიღწევაზე.
გლობალური შეთანხმებისა (UN Global Compact) და KPMG -ის თანამშრომლობის შედეგად, შემუშავდა SDG Industry Matrix, რომელიც კერძო კომპანიებს ანახებს გზებს და მაგალითებს, თუ როგორ შეიძლება თითოეული მიზნის მიღწევაში წვლილის შეტანა.
აღნიშნული გაიდლაინი შემუშავდა შემდეგი მიმართულებებისთვის:
– ფინანსური სერვისები
– საკვები, სასმელი და საყოფაცხოვრებო საქონელი
– ჯანდაცვა
– მრეწველობა
– ტრანსპორტი
– ბუნებრივი რესურსები, ენერგეტიკა და ქიმიკატები
– გარემოს დაცვა
ამ ბლოგში განვიხილავთ თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მეექვსე მიზანს, მსოფლიოში წყლის პრობლემის მოგვარებას.
„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020’-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ სირცეში გაიმართა. წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, რომელიც განსაკუთრებული ფორმატით ჩატარდა კომპანიები იმ პროექტებისა თუ იცინიატივებისთვის დაჯილდოვდნენ, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს.
წელს ჯილდო გაიცა შემდეგ ოთხ კატეგორიაში, რომლებიც მოიცავდა COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ კომპანიების პასუხისმგებელი ინიციატივების ძირითად თემებს:
- თანამშრომელთა მხარდაჭერა
- მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა
- საზოგადოების მხარდაჭერა
- მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა
მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორის მხარდაჭერაში წელს გამარჯვებულები არიან კომპანია ტერაბანკი და OneSoft.
2021 წლის 19 მაისს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020’-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ სირცეში გაიმართა. წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, რომელიც განსაკუთრებული ფორმატით ჩატარდა კომპანიები იმ პროექტებისა თუ იცინიატივებისთვის დაჯილდოვდნენ, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს. Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.
2021 წლის 19 მაისს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020’-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ფორმატში გაიმართება. როგორც იცით, წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებული ფორმატით ტარდება და კომპანიებს იმ პროექტებისა და თუ ინიციატივებისთვის დააჯილდოვებს, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს.
“ჰირო” დასაქმების მაძიებელთა ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ეფექტურად აკავშირებს ერთმანეთთად დასაქმების მაძიებელსა და დამსაქმებლებს. პანდემიის დროს კომპანიამ განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო კოვიდი 19-ის მიერ ბაზარზე შექმნილი რთული მდგომაროების დროს, როგორც კომპანიების, ასევე სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანიების მხარდაჭერა.
დღეს ჩვენ ვდგავართ სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური კრიზისების წინაშე – COVID 19, ძალადობა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, კლიმატური ცვლილებები, გენდერული უთანასწორობა, სამსახურების დაკარგვა, საკვების უსაფრთხოება, გარემოს დაბინძურება პლასტმასის ბოთლებით და ოპიოიდების ეპიდემია, ეს არის მხოლოდ რამდენიმე მათგანი.
მთავრობების მხრიდან რეაგირება ხშირად არ არის საკმარისი და ამიტომ კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მართლაც, პრობლემები იმდენად რთულია, რომ არცერთ ცალკე აღებულ სექტორს არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს საკუთარი ძალებით. პოლიტიკოსები შესაძლოა საკმარისად არ უღრმავდებოდნენ ამ საკითხებს, ან უბრალოდ ხვდებიან, რომ მხოლოდ ისინი უძლურნი არიან გაუმკლავდნენ აღნიშნულ პრობლემებს.
და როგორ რეაგირებენ კომპანიები კრიზისის დროს ?
კომპანია ბიოქიმფარმი ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ქმნის და აწარმოებს ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებულ პრეპარატებს. პანდემიის დასაწყისშივე, კომპანიამ მომხმარებლებისათვის სპეციალური აქციის შეთავაზება გადაწყვიტა, რომელიც ვირუსის გავრცელების ტემპების შემცირებას ისახავდა მიზნად.
მსოფლიო პანდემიამ საქართველო ბევრი ახალი პრობლემის წინაშე დააყენა. თუმცა, ქვეყნის განათლების სისტემა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადაწყობა, სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის რთული პროცესი იყო. საქართველოს განათლების სისტემაში არსებული პრობლემების და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, სკოლებს და უნივერსიტეტებს არ ჰქონდათ გამოცდილება და გამართული სისტემა მთლიანი სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმზე გადასაწყობად..