საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 12 ნოემბერს ტარდება ონლაინ ფორუმი “მწვანე ნაგებობები: საერთაშორისო გამოცდილება და სექტორთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობა”.
სამშენებლო ინდუსტრია დიდ ზეგავლენას ახდენს გარემოზე, ენერგიის მოხმარების, სათბურის აირების გაფრქვევების გზით. მშენებლობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა, ხოლო ასეთი ნარჩენების არასათანადოდ განადგურებამ შეიძლება გამოიწვიოს დაბინძურება, რაც ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ გარემოზე, არამედ ადამიანების ჯანმრთელობაზეც. ამიტომ, გლობალური მასშტაბით იზრდება სამშენებლო კომპანიებზე ზეწოლა გარემოზე მათი ზემოქმედების შემცირების მიზნით.
მდგრადი მშენებლობის მიზანია ინდუსტრიის ნეგატიური ზეგავლენის შემცირება გარემოზე და უკეთესი გადაწყვეტილებების შეთავაზება ბიზნესის, გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.
ფორუზე ზემოთ აღნიშნულ თემებზე სალაპარაკოთ მომხსენებლებად მოწვეული არიან საერთაშორისოდ აღიარებული ევროპელი ექსპერტები – ქრის ბათერსი, ოსლოს უნივერსიტეტის განვითარებისა და გარემოს ცენტრიდან და სენდი ჰალიდეი, გაია ჯგუფი, ედინბურგი. საუკეთესო დიზაინის პრინციპების საილუსტრაციოდ მომხსენებლები წარმოადგენენ გამორჩეულ პროექტებს, იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება სამშენებლო ინდუსტრია განვითარდეს „მწვანე ნაგებობების“ მიმართულებით, როგორ უნდა დავსახოთ მიზნები და გავზომოთ შედეგები, ასევე, რატომ არ უნდა ღირდეს მწვანე ნაგებობები უფრო მეტი.
ღონისძიება შედგება ოთხი სესიისგან, რომელიც „მწვანე ნაგებობების“ სხვადასხვა ასპექტს შეეხება. თითოეულ სესიას მოვყება კითხვა-პასუხი.
- თარიღი და ხანგრძლივობა: 12 ნოემებრი, 2020, 11.00 – 13.30 (GMT + 4)
- მასპინძელი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
- ჩატარების ადგილი: ონლაინ (ZOOM)
- სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი).
ფორუმზე დასასწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ლინკზე – https://form.jotform.com/203011349040034 10 ნოემბრამდე (რეგისტრირებულ მონაწილეებს გაეგზავნებათ ბმული ფორუმზე დასასწრებად).
ფორუმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
ელენე ჩხეიძე
კომენტარის დატოვება