CSR ბლოგი

ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ

კატეგორია: კორპორაციული პასუხისმგებლობა და COVID 19 (Page 2 of 4)

,,ტერასა ჯგუფი“ ,,კათარზისის“ 400 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ტერასა ჯგუფი“ კვლავ აქტიურად განაგრძობს დახმარებების სერიას. კომპანია ამჯერად ,,კათარზისს“ ესტუმრა. საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში ,,კათარზისის“ 400 ბენეფიციარს სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტი გადაეცა.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

OPPA • ოპპა პანდემიის წინააღმდეგ

OPPA უნივერსალური ელექტრონული საფულეა, რომელიც ადამიანებს ფულის მარტივად მართვაში ეხმარება. პანდემიასთან ბრძოლის დროს, როცა თითოეული ადამიანისთვის შემოსავლების მართვა და დაზოგვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, კომპანიამ არა ერთ საინტერესო ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი:

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

„ტურბომ“ პანდემიასთან მებრძოლ კლინიკებს ავტომობილები სარგებლობაში გადასცა

„ტურბომ“ საკუთარი ავტომობილები სარგებლობაში გადასცა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის პერსონალს. ყველა ავტომობილს ჩაუტარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები; გარდა ამისა, ავტომობილები უზრუნველყოფილია საწვავითა და ულიმიტო დაზღვევით.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

„ბლაუენშტაინ საქართველომ“ კრიზისის გამო თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა და სამუშაო დრო შეამცირა

„არსებული კრიზისის გამო, ხელფასები გავზარდეთ და ვფიქრობთ, რომ პანდემიის ჩავლის შემდეგ ეს დამატებითი ბონუსები რეგულარული ანაზღაურება გახდება.“– ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიულმა კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ“ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში წარმოება და გაყიდვები შეუფერხებლად განაგრძო. ამასთან, როგორც კომპანიის დირექტორი, თათია არაბიძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს საგანგებო მდგომარეობისა და ვირუსის პირველივე აფეთქების დროს ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა პიკური იყო, თუმცა,  ქსელი პროდუქტის დეფიციტს არ განიცდის და რეალიზაცია არც ახლა შემცირებულა.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

სადაზღვევო კომპანია არდიმ ასაკოვან მოქალაქეებს კარანტინის პერიოდისთვის საჭირო სურსათი გადასცა

დღითი დღე უფრო  ნათელი ხდება, რომ ერთმანეთის გვერდში დგომის გარეშე რთული იქნება COVID 19-თან ბრძოლა.  კერძო სექტორი აქტიურად არის  ჩართული ვირუსთან ბრძოლაში და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

სადაზღვევო კომპანია „არდიმ“, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მუნიციპალური მუზეუმების, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, ბიბლიოთეკებისა და ხელოვნების სკოლების 100  ასაკოვან თანამშრომელს,  რომლებიც ვირუსის გავრცელების მაღალ რისკ ჯგუფში იმყოფებიან, კარანტინის პერიოდისთვის საჭირო სურსათი გადასცა.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

„ეისითი“ ახალი პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE-ის საშუალებით მცირე და საშუალო ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ონლაინ კონსულტაციებს სთავაზობს

ანალიზისა და სტრატეგიული კონსულტაციის კომპანიამ „ეისითი“, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ახალი სტრატეგიული საკონსულტაციო პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE შექმნა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს სხვადასხვა მიმართულებით ონლაინ კონსულტირების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Vendoo.ge მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს

ბოლო პერიოდის განმავლობაში ვირუს COVID-19-სგან თავდასაცავი ბევრი რეკომენდაციის წაკითხვა შეგვეძლო – პირბადეები, ჰიგიენისთვის მეტი ყურადღების დათმობა, საკუთარი სახის შეხებისგან თავშეკავება, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ რისკის მინიმუმამდე დაყვანის ყველაზე ეფექტური საშუალება სოციალური დისტანცირება და თვითიზოლაციაა. გვირჩევენ, რომ მაქსიმალურად ვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და საუკეთესო შემთხვევაში, საერთოდ არ დავტოვოთ სახლის მიდამოები. თუკი ამ მითითებების გათვალისწინება გადაწყვიტეთ და სოციალური დისტანცირების გზას დაადექით, მაშინ სჯობს ელექტრონული კომერციის სერვისებთან და მათ შორის ვენდუსთან დამეგობრდეთ.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

საქართველო ბანკი ბიზნესს მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას სთავაზობს

საქართველოს ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას სთავაზობს.ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს პლატფორმას https://argacherde.ge, სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეცილურ ფასად შესთავაზონ.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

კომპანია „ნოვამ“ პანდემიის გამოწვევის დასაძლევად 65 000 ლარი გამოყო

სამშენებლო მასალების მწარმოებელმა კომპანიამ „ნოვა“ პანდემიის გამოწვევის დასაძლევად 65 000 ლარი გამოყო.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

“გალფი” ექიმების დახმარების მიზნით სპეციალურ ფონდს ქმნის

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კომპანია გალფმა მიიღო გადაწყვეტილება მხარში დაუგდეს ქართველ ექიმებს. 19 მარტიდან – 19 აპრილის ჩათვლით, გალფში ჩასხმული თითოეული ლიტრი საწვავიდან 5 თეთრი აკუმულირდება კამპანიის ფონდში, რომელიც გადაუნაწილდება ყველა იმ ექიმსა თუ ექთანს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულები არიან COVID-19 -ის დაძლევის პროცესში.

განაგრძე კითხვა

Please follow and like us:

Page 2 of 4

Powered by WordPress & Theme by Anders Norén

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial

Enjoy this blog? Please spread the word :)

Facebook0
Facebook
LinkedIn