„Quickstart“-ი ციფრული სააგენტო „Quick“-ის ახალი პლატფორმაა, რომელიც კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეიქმნა. მისი მიზანი სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის უსასყიდლოდ მიწოდება და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმაში ხელშეწყობაა.პროექტის ფარგლებში შეიქმნა ჯგუფი „Quickstart – სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა“, სადაც დაინტერესებული პირები „Quick“-ის სპეციალისტებისგან მიიღებენ ინფორმაციულ მხარდაჭერას, შეძლებენ მოითხოვონ პირადი კონსულტაცია და სურვილის შემთხვევაში, სამთვიანი, ინდივიდუალური, კომპანიის საჭიროებებზე მორგებული კონტენტ და სარეკლამო სტრატეგია შექმნან.
ბენეფიციარებთან კომუნიკაცია სხვადასხვა გზებით: პირდაპირი ვიდეო ზარებით, შეხვედრებითა და ჯგუფური კონსულტაციებით მოხდება. წლის ბოლოს ამ აქტივობების შედეგად კონსულტაცია შედგება 2500-მდე მცირე ბიზნესისა და სტარტაპის წარმომადგენელთან.
თანამედროვე სამყაროში ოპერაციების გაციფრულება ბიზნესის კრიზისიდან სწრაფი გამოსვლისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ციფრული ტექნოლოგიების მუდმივი განახლებიდან გამომდინარე, ინფორმაცია მცირე რესურსის მქონე კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამ ტიპის კომპანიები ეკონომიკის დიდ წილს წარმოადგენენ, ამიტომ „Quickstart“-ის იდეაზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მისი განხორციელების აუცილებლობა კოვიდ-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა. სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის სწრაფი განვითარებისთვის ციფრული სააგენტო „Quick“-ის სპეციალისტების მიერ ინდუსტრიაში არსებული გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაზიარება „Quickstart“-ის მთავარი ამოცანაა.
სამშენებლო კომპანია “ტრანსმშენმა” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა 2,500 ერთეული ერთჯერადი სამედიცინო დანიშნულების ხალათი ექიმებისთვისა და ექთნებისთვის, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდე ბრძოლაში არიან ჩართულები.
კორონავირუსი დღემდე აქტიურ პრობლემად რჩება ქვეყანაში და კომპანია მეიჯერელ საქართველომ გადაწყვიტა წვლილი შეიტანოს იმ ადამიანების დახმარებაში, ვისაც დღეს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ ამ მიზნით კომპანიამ თანამშრომლებთან ერთად ახალი პროექტი დანერგა-„ერთად ვიზრუნოთ პატარებზე“.
14 მარტიდან მოყოლებული დღემდე, თვე-ნახევარზე მეტია,
Covid 19-ის გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეცვალა კომპანიების სამუშაო დღის წესრიგი და პრიორიტეტები. გამონაკლისი არც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ყოფილა, თუმცა, უფრო აღსანიშნავი ის არის, რა სისწრაფითა და პასუხისმგებლობით მიუდგა კომპანია ახალ, აქამდე არარსებულ გამოწვევას.
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ტერასა ჯგუფი“ კვლავ აქტიურად განაგრძობს დახმარებების სერიას. კომპანია ამჯერად ,,კათარზისს“ ესტუმრა. საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში ,,კათარზისის“ 400 ბენეფიციარს სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტი გადაეცა.
OPPA უნივერსალური ელექტრონული საფულეა, რომელიც ადამიანებს ფულის მარტივად მართვაში ეხმარება. პანდემიასთან ბრძოლის დროს, როცა თითოეული ადამიანისთვის შემოსავლების მართვა და დაზოგვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, კომპანიამ არა ერთ საინტერესო ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი:
„ტურბომ“
„არსებული კრიზისის გამო, ხელფასები გავზარდეთ და ვფიქრობთ, რომ პანდემიის ჩავლის შემდეგ ეს დამატებითი ბონუსები რეგულარული ანაზღაურება გახდება.“– ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიულმა კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველომ“ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში წარმოება და გაყიდვები შეუფერხებლად განაგრძო. ამასთან, როგორც კომპანიის დირექტორი, თათია არაბიძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს საგანგებო მდგომარეობისა და ვირუსის პირველივე აფეთქების დროს ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა პიკური იყო, თუმცა, ქსელი პროდუქტის დეფიციტს არ განიცდის და რეალიზაცია არც ახლა შემცირებულა.
დღითი დღე უფრო ნათელი ხდება, რომ ერთმანეთის გვერდში დგომის გარეშე რთული იქნება COVID 19-თან ბრძოლა. კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული ვირუსთან ბრძოლაში და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

